21-ე საუკუნეში კრიპტოვალუტა ერთ-ერთი უდიდესი ინტერესის  საგანია, ვინაიდან იგი ზრდადობით გამოირჩევა და უფრო მეტ ქვეყანაში იმკვიდრებს ადგილს.

რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა არის ელექტრონული ფული, რომლის საფუძველზეც წარმოადგენს ბლოკჩეინის სისტემა.  სახელმწიფოს და ბანკებიდან დამოუკიდებლად ოპერირებს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მათ აქვთ ღირებულება, შესაბამისად ხდება მათით ვაჭრობა სხვადასხვა პლატფორმებზე.არ არსებობს ამ ვალუტის ფიზიკური სახე, ყველანაირი ოპერაცია ხორციელდება ინტერნეტით.  

ხალხის კრიპტოვალუტის მიმართ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გარკვეული ორგანიზაციები ატარებენ უფასო ტრენინგებს და ქმნიან ონლაინ პორტალებს დამხმარე ინფორმაციით. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა შექმნა კომპანია “Lemony Trade”-მა, სახელწოდებით Coinario. ეს კი პორტალის ვებ გვერდი გახლავთ: https://www.coinario.com.

სად შევიძინოთ კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტის შეძენა შესაძლებელია ონლაინ სავაჭრო ბირჟებზე. დღეს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს კრიპტოვალუტა - ბითქოინი.

როგორ გამოვიყენოთ კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტის მოქმედების სფერო რაც დრო გადის მით უფრო იზრდება, შესაბამისად ბევრ ქვეყანაშია შესაძლებელი მისი სასურველ ვალუტაში გადაცვლა. ვინაიდან კრიპტოვალუტის ფასები იზრდება, ფინანსისტები დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას აძლევენ,  რომ რაც შეიძლება მალე განახორციელონ ინვესტიცია. რაც მეტია ფასთა სხვაობა კრიპტოვალუტის საწყის და გაყიდვისას გაზრდილ ღირებულებას შორის, მით მეტია ამ ვაჭრობის მოგება.

სად ინახება კრიპტოვალუტა ?

ბევრი სავაჭრო პორტალი, მომხმარებელს სთავაზობს ისარგებლოს თავად პორტალის საცავით კრიპტოვალუტის შესანახად. თუმცა თუ მომხმარებელი  არჩევს თავად შეინახოს საკუთარი ინვესტიცია, ამისთვის  არსებობს ელექტრონული საფულეები. ზოგი მათგანი ონლაინ მუშაობს, ზოგის კი უნდა იქნეს გადმოწერილი აპლიკაციის სახით. ელექტრონული საფულეები ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.coinario.com/wallets

რა დადებითი მხარეები აქვს კრიპტოვალუტით ვაჭრობას?

  1. კრიპტოვალუტა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამოუკიდებელია სახელმწიფოებისა და ბანკებიდან, შესაბამისად არ ეხება ინფლაცია.
  2. კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები იაფია.

რისკია კრიპტოვალუტით ვაჭრობისას?

ყოველთვის არსებობს უსაფრთხოების რისკი, ვინაიდან ელექტრონული საფულეები ჰაკერების თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტია. ამასთანავე, არ არსებობს ორგანო, რომელიც იცავს დეპოზიტს კრიპტოვალუტაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტა არ არის ლეგალური გადახდის საშუალება; იგი საფრთხის შემცველია როგორც ფინანსურად, ასევე ლეგალურად, რადგანაც სავაჭრო ბირჟები სხვადასხვა ქვეყნების შექმნილია და არ არსებობს მათი რეგულატორი. შესაბამისად, ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის ქართველ მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორ დავიწყოთ კრიპტოვალუტის ბიზნესი?

ერთი შეხედვით მარტივი ოპერაციები, მოითხოვს ფინანსური ანალიზის უნარს, მაგალითად: საჭიროა სწორად შეარჩიოთ შეძენა/გაყიდვის დრო, გააკეთოთ ფინანსური პროგნოზები და ა.შ. არ გირჩევთ ინტუიციის იმედად დაიწყოთ ოპერაციების განხორციელება, თავდაპირველად შეისწავლეთ სფერო, ამისთვის ბევრი უფასო რესურსი თუ ტრენინგ კურსი არსებობს. ერთ-ერთი საყურადღებო პორტალი ზემოთ ნახსენები Coinario გახლავთ.

Cornario - პორტალის მოკლე მიმოხილვა

Cornario არის ახალი სტარტაპი, რომელიც შეიქმნა 2017 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში - ქვეყანაში სადაც დაიბადა ბევრი კრიპტოგრაფიული პროექტი. ეს კი არის დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც თავის მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის კრიპტოვალუტების შესახებ და სასწავლო მასალას კრიპტოგრაფიული სამყაროს ახალი წევრებისთვის. Cornario არა მხოლოდ სასწავლო პორტალი, არამედ კრიპტოვალუტების ერთ-ერთი უდიდესი კონვერტორიცაა. პორტალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე.

Hodnocení kategorie 4.5
რა არის კრიპტოვალუტა?: 4.2/5 -დან 9 ხმები